„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის მეორე ტურის სტრატეგიის მომხრეა. ის ასევე თვლის, რომ ყველა პარტიამ კონკურენტუნარიანი კანდიდატი უნდა წარმოადგინოს.
„ყველა პარტია საკუთარ უკეთესი შესაძლებლობის მქონე კანდიდატებს აყენებს. ალეკო ელისაშვილს აქვს მაღალი შანსი კონკურენტუნარიანობის. მას აქვს გამოცდილებაც, მაგრამ თუ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ იქნებიან საერთო კონკურენციაში ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო და ა.შ. მაშინ მისი შანსები უსასრულოდ მცირდება.
მაშინაც კი როდესაც ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში, ძალიან მაღალი შედეგით 20%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად სამი კანდიდატით გამოდიოდა. ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც ჯამში 10% აიღეს და უდუმაშვილის ხმებით ჯამში 30% იყო.
ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ამომრჩევლების ნაწილი 2017 და 2018 წლების თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ არათუ პირველ ტურში ვერ მოიგებს, გარანტია არ აქვს არავის მეორე ტურში გასვლის, რომელიმე სხვა პარტიას.
ამიტომ, მე ვარ მეორე ტურების სტრატეგიის მომხრე და მაქსიმალურად შევუწყობ ხელს პირველ ადგილზე გასვლას, იქ სადაც ამის საშუალება იქნება. ამის კომბინაცია არის თბილისის 8 ოლქში და რეგიონებში, სადაც ყველამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს.
კარგი რამეა პოლიტიკური არითმეტიკა. ჩემი არითმეტიკა არის ცეესკოს ოფიციალური შედეგების არითმეტიკა. დიდ ქალაქებში: თელავში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში - პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ აიღო 47% და სალომე ზურაბიშვილმა აიღო 34, 28, 29 %.
მეორე ტურში თელავი და რუსთავი წნეხის მიუხედავად გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. ასე რომ რუსთავის და თელავის მოყვანა, როგორც სავაჭრო ამბავი, ვინ ჯობია, შევთანხმდეთ თუ არ შევთანხმდეთ, ჩემთვის ეს აპრიორია.
როდესაც 47, 47, 47 პროცენტი გაქვს, პირველ ადგილზე გასული ხარ და პრაქტიკულად ამ სტანდარტით იწყებ, იქ არავითარი ვაჭრობის საჭიროება არ არის. დიდი ქალაქები ეს არ იყო ჭკვიანური მონიშვნა. მატ რომ ეთქვათ ხონი, ვანი, სადაც კაკო ბობოხიძეა და იქ კიდევ არის სამტრედია და წყალტუბო, წყალტუბო, მე გავიგებდი.
ჩემი მიდგომა არის კომბინირებული თბილისში მაქსიმალური შეთანხმება რვავე ოლქში, ჩემი ეს გათვლები ემყარება, რომ ორი ოლქი, რომელიც უკვე გამოაცხადა ნიკა მელიამ, ორი ლელოს, ორი ევროპულ საქართველოს, ერთი ალეკო ელისაშვილს და ერთი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს. ეს მგონია ოპტიმალური ვარიანტი. ძალიან მნიშვნელოვანია ლელოს შემოსვლა ამ პროცესში“, - განაცხდა დავით ბერძენიშვილმა.